ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 

 

მარტი
2010
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
 

2010-03-09 13:50

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 9 -12 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

2010-02-26 23:45
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეექვსედ წარსდგა.



2010-02-26 19:50

წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტში არსებული ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრის ერთობლივი, განახლებული დაიჯესტის "ევროპის დროით" მე–14, 2010 წლის თებერვლის ნომერს.

2010-02-22 19:33

ინფორმაცია პრესისთვის
განცხადების ფორმა



2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


ႫႧႠႥႠႰႨ »

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႸႤႱႠႾႤႡ
  ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱႠ ႣႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႠႰႨႦႫႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႣႠႱႠႥႪႤႧ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႼႠႰႫႭႫႠႣႢႤႬႪႭႡႠ
 
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
 
ႠႬႭႬႱႨ
 
ႢႠႫႭႺႤႫႤႡႨ
 
ႩႥႪႤႥႤႡႨ / ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ
 
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ ႣႠ ႱႠႦႭႢႠႣႭႤႡႠ
   


2010-03-10 16:06
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  ევრონესტის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.



2010-03-09 18:38
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა 9-12 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცებით დაიწყო. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ტრიბუნა დეპუტატთა განცხადებებს დაეთმო.



2010-03-09 18:15
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა ბიუროს სხდომაზე მანდილოსნებს ქალთა საერთაშორისო დღე  8 მარტი მიულოცა.  



2010-03-09 17:55
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით  გარემოს დაცვის ინსპექცია იქმნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე. ინსპექცია გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს  გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებების გზით განახორციელებს.



2010-03-09 15:00
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟოაო სუარეს შეხვდა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და  ეუთო–ს მისიის აღდგენის საკითხები იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლისა და  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჟოაო სუარესის შეხვედრის ძირითადი თემები.



2010-03-09 14:58
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქარველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ფულად - საკრედიტო ოპერაციების გაფართოების უფლებამოსილების მინიჭების მიზნით "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები და დამატებები შედის. კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ბალავაძემ წარუდგინა.



2010-03-09 13:27
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება ექნება თავად გადაწყვიტოს, მოახდინოს თუ არა ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის ექსტრადიცია. 



2010-03-05 19:01
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

"საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი  III მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  და წარმოდგენილი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას დაუჭირა მხარი.



2010-03-05 18:56
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ევროპული კონვენციის მოთხოვნები, რომელსაც საქართველო ამ ცოტა ხნის წინათ შეუერთდა, საქართველოს კანონმდებლობაში აისახება. სწორედ ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სპორტის განვითარების სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე.



2010-03-05 18:04
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის მხარდამჭერ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი შეხვდა გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის მხარდამჭერ საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებს და გახსნა გაეროს განვითარების პროექტის მიერ დაფინანსებული კომპიუტერული კლასი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.



2010-03-05 17:40
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზების შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სატყეო სააგენტო" შეიქმნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის "საქართველოს ტყის კოდექსში", "საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ" და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" კანონპროექტებში.



2010-03-05 17:36
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

"სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ” კანონპროექტი განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტით, ტყით მოსარგებლისათვის, მათ შორის ლიცენზიატისათვის ვადის  ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ, თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან არ გამოზიდავს მერქნულ რესურსს იგი პირდაპირ ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებად და მისი განკარგვის უფლებამოსილება მომსახურების სააგენტოს ექნება.



2010-03-05 16:10
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანას ითვალისწინებს.



2010-03-05 14:05
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული სურსათის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის პროცედურები მარტივდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონში შედის, რის შესახებ დღეს  აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. სურსათის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის პროცედურები აკრედიტებულ ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.



2010-03-05 12:20
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, მაგდა ანიკაშვილის პრესკონფერენცია

"ქრისტიან–დემოკრატები" ხელისუფლებისგან ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციული სტრატეგიისა და სათანადო ზომების გატარებას მოითხოვენ. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.



2010-03-04 18:39
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამ დღეებში გასამართი კონფერენციის დეტალებზე იმსჯელეს.



2010-03-04 18:32
საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან, გუნდარს დაუძესთან

ლატვიის სეიმის დელეგაცია სეიმის თავმჯდომარის, გუნდარს დაუძეს ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.



2010-03-04 17:50
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, გუნდარს დაუძეს შორის შეხვედრა გაიმართა

დავით ბაქრაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  ლატვიის სეიმის თავმჯდომარე გუნდარს დაუძე მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე, საგარეო პოლიტიკურ თემებზე, საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე. 



2010-03-04 17:44
საქართველოს პარლამენტში ლატვიის რესპუბლიკის სეიმისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ლატვიის რესპუბლიკის სეიმისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნით დაიწყო ლატვიის სეიმის თავმჯდომარის, გუნდარს დაუძეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. პარლამენტის რუსთაველის სახელობის დარბაზში მოწყობილი ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გახსნა.



2010-03-04 16:47
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია და თითოეული ოჯახისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოტანილი დახმარება გადასცა. შეხვდა ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებს. შეხვედრისას განიხილეს წეროვანის დასახლებაში არსებული  მდგომარეობა და ისაუბრეს პრობლემების მოგვარების გზებზე.



   ႠႰႵႨႥႨ



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)