empty

საქართველოს ეროვნული ბანკის 2018–2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება


საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 20 სექტემბრის N3522–Iს დადგენილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018–2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის სახელით აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული ბანკის 2018–2019 წლის ანგარიშგების აუდიტის თაობაზე. საკონკურსო კომისია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას: "KPMG"-ის, "Deloitte Touche Tohmatsu"-ს, "Ernst & Young"-ს, "PriceWaterhouseCoopers"-ს.

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და აუდიტი დასრულებული უნდა იქნეს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 15 აპრილისა;
  • აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით; 
  • ქართულ ენაზე შედგენილი განაცხადებისა და საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყება 2018 წლის 21 სექტემბრის 10 საათიდან და დამთავრდება 2018 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათზე;
  • კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა;
  • განაცხადებები და საკონკურსო წინადადებები მიიღება ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე:
    •  ქ.თბილისი, 0105, რუსთაველის გამზ. 8, ტელ: 995 32 281 315;
    • კონკურსში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში (ზემოაღნიშნულ მისამართზე) სამუშაო დღეებში (10 საათიდან 18 საათამდე):
      ტელ: 995 32 281 315;
      საკონტაქტო პირები: ირინა ლომია ელ.ფოსტა: lomia@parliament.ge;
      რაულ გოგსაძე, ელ.ფოსტა: rgogsadze@parliament.ge; 
  • კონკურსში გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული