დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

21 ივნისი 2012
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

1q14მისივე განცხადებით, კონცეფციაში განსაზღვრულია ის სტრატეგია, რომლითაც სახელმწიფო იხელმძღვანელებს ჩრდილოკავკასიის რეგიონთან. "დოკუმენტი მომზადდა ყველა დაინტერესებული პირის აქტიური კომუნიკაციის და ჩართულობის შედეგად. მასში ღიად არის ნაჩვენები საქართველოს დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიის მიმართებაში და იგი ასევე ასახავს იმ სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამ რეგიონში განახორციელებს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია ცხრა ქვეთავისგან შედგება. მასში კონცეპტუალურად არის ჩამოყალიბებული ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობის, ადამიანური კავშირების და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშირების გაღრმავების საკითხები.

1q15კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტის წევრებმა დავით დარჩიაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და ირაკლი კენჭოშვილმა გამოთქვეს. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დოკუმენტის საჯარო განხილვები საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნებიც იქნა გაზიარებული. სახელმწიფო კონცეფცია ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რომლის შემდეგაც იგეგმება მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა.

გაერთიანებულ კომიტეტების სხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჩრდილოკავკასიის საკითხთა ექსპერტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.