2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა

31 დეკემბერი 2018
2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა

IX მოწვევის პარლამენტმა 2018 წელს ქვეყნის უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და პარლამენტის განახლებული რეგლამენტი მიიღო, რომლებიც ძალაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა.

საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში 51 პლენარული სხდომა გაიმართა.

2018 წელს კანონმდებლებმა ჯამში 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულების და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი.

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატების მიერ ინიცირებული 257, ხოლო კომიტეტების მიერ ინიცირებული 36 კანონპროექტი მიიღო.