ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

12 აპრილი 2019
ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გერმანელ კოლეგებს დოქტორ იოჰანეს ფეხნერს, მარიან ვენდტს და შტეფან თჰომეს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითად საკითხს წარმოადგენდა საპარლამენტო კონტროლის განხორციელება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე.