ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს პარლამენტი მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

13 მარტი 2020


საქართველოს პარლამენტი ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მოქალაქეთა განცხადებებს მიიღებს პარლამენტის სასახლეში განთავსებული სპეციალური საფოსტო ყუთის მეშვეობით.

ყუთი უსაფრთხო წესით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება და დოკუმენტები ადრესატებს გადაეცემათ.

დოკუმენტების გამოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე:

  • ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: [email protected]  
  • ფოსტით, მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ინდექსი − 0118. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2 28 26 24.

საქართველოს პარლამენტი მოგიწოდებთ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავოთ პარლამენტის სასახლეში მოსვლისგან, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტი ვითარების სტაბილიზაციამდე.