ბექა ნაცვლიშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

23 მაისი 2019
ბექა ნაცვლიშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა შეხვედრა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან გამართა.

ბექა ნაცვლიშვილი ახალგაზრდებს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე და ბოლო, 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე, ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ ეკონომიკურ რეფორმებზე, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სახელმწიფოს როლზე და სტუდენტებს გააცნო თავისი ხედვები საგადასახდო სისტემაზე, საპენსიო რეფორმაზე, ეკონომიკის როლზე საერთაშორისო ურთიერთობებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაში, სხვა საკითხებზე. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის წინაშე მრავალი პრობლემა დგას, მაგრამ მათი გადაჭრა სავსებით რეალურია, თუკი სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დროულ და სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს ეხება თუნდაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას და მანამ, სანამ ექსპორტის მიმართულებით გარკვეულ ზრდას ექნება ადგილი, ქვეყანამ ზოგიერთი სახის იმდენი პროდუქტი მაინც უნდა აწარმოოს, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს. მისივე თქმით, პირველ რიგში, ეს სოფლის მეურნეობას ეხება, რომელშიც ქვეყანას მნიშვნელოვანი რესურსები ნამდვილად გააჩნია. 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. 

ბექა ნაცვლიშვილმა ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე ინიციატივაზე, რომლის განხორციელებასაც მშრომელთა გაერთიანებებთან ერთად გეგმავს. ინიციატივები რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, შრომის ინსპექციის გავრცელებას, სასამართლოებში შრომითი დავების გადაწყვეტის დროსი გაჭიანურების თავიდან აცილებას, საკანონმდებლო ცვლილებებს ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობისათვის, დეკრეტული შვებულებების საკითხის დარეგულირებას, მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხს და სხვა.

გალერეა

  • ბექა ნაცვლიშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 24 მაისი