ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

13 მარტი 2019
ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინგლისური ვერსია ევროპის საბჭოში გაიგზავნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტში სრულად აისახა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და პროექტი კონსენსუსით მიღებულ შეჯერებულ ვერსიას წარმოადგენს.

„კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის თაობაზე და აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ კანონპროექტის ინგლისური ვერსია მივაწოდოთ ევროპის საბჭოს, რათა მან თავად გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას. ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება ევროპის საბჭოსთან. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ეს პროცესი ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ, 2019 წლის 13 მარტი