ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

13 მაისი 2019
ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციისა დ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

ევროპასთან ინტეგრაციისა დ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრებს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა გააცნეს. 

ასოცირების შეთანხმება ბევრ იმ სფეროს და საკითხს ეხება, რომელიც არის დარგობრივი სპეციფიკაციის და ჩვენ გვიწევს ყველა დარგობრივ კომიტეტთან თანამშრომლობა. გვინდა დავნერგოთ და მომავალშიც გაგრძელდეს პერიოდულად, ანგარიშების მოსმენა და გეგმების განხილვა ამა თუ იმ სექტორში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული ასოცირების გეგმის შესაბამისად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ არის განხორციელებული. მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება სამი მიმართულებით ჰქონდა აღებული: სახელმწიფო შიდა კონტროლის, საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის. მისივე თქმით, ვალდებულებების დიდი ნაწილი სამინისტროს მხრიდან შესრულებულია. 

მინისტრის მოადგილემ თითოეული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შიდა ფინანსური კონტროლის მიმართულებით, რეფორმა 2010 წლიდან დაიწყო. აღებული ვალდებულებების ფარგლებში უკვე განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის ჩატარდა კონფერენცია, მეთოდოლოგიის გადამუშავების მიმართულებით, უკვე შემუშავებულია მართვისა და კონტროლის ახალი სახელმძღვანელო და გზამკვლევი, მუნიციპალურ დონეზე შიდა ფინანსური კონტროლის განვითარება იყო ერთ-ერთი აქტივობა და აღებული ვალდებულების ფარგლებში 9 თვითმმართველ ერთეულში მოხდა შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და ამასთან, სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდა 242 აუდიტორს.

საგადასახადო კუთხით განხორციელდა კანონმდებლობის ჰარმონიზება. ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც პარლამენტი იხილავს და რომლის ამოქმედება მიმდინარე წელს იგეგმება, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და მის კანონმდებლობას, მომხსენებლის განცხადებით, შიდა პროცესები დღგ-ს დირექტივებთან ჰარმონიზების მიმართულებითაც უკვე დასრულებულია და სექტემბერში პარლამენტი დაიწყებს საკითხის განხილვის პროცედურებს. 

რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის შემფასებელთა ჯგუფში მონაწილეობას, აღნიშნულ ჯგუფში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩართულია და ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კუთხით არსებული მდგომარეობის და შესაბამისობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებზეც დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ვალდებულება, რომელიც ნაწილობრივ იყო შესრულებული, არის ის, რომ მთავრობისთვის არ იყო წარდგენილი შიდა აუდიტის განვითარების შესახებ ანგარიში და ეს ვალდებულება დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებულია. 

გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ, კანონმდებლებს გააცნო ინფორმაცია იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა. მისი განცხადებით, ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული იყო 10 ვალდებულება, რაც ეხებოდა აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული, აუდიტორული და უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლობის სტანდარტებთან მიახლოვებას. ეკატერინე ღაზაძის თქმით, ეს მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის იყო პუბლიკაციების გამოშვება, აუდიტების ჩატარება განახლებული მეთოდოლოგიით. მომხსენებლის ინფორმაციით, აქტივობები განხორციელდა ასევე ბიუჯეტის შესრულების, სისტემური, ფინანსური და შესრულების მეთოდოლოგიის აუდიტის მიმართულებით. ეკატერინე ღაზაძემ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზეც. 

დამატებით ინფორმაციას და განახლებულ ანალიზს აუდიტის სამსახური წარმოადგენს თავის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს კანონით გათვალისწინებულ ვადაში, მაისის ბოლოს მიეწოდება“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ. 

ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის შესახებ, ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში, დეპუტატებს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა წარუდგინა.

მისი განცხადებით, საკითხი, რომელიც ეხებოდა საქართველო და ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი ქვეკომიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირისთვის ინფორმაციის გაზიარებას, ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების მდგომარეობის შესახებ, შესრულებულია და ევროკავშირი ინფორმირებულია შესაბამისი ქვეკომიტეტის ჭრილში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მდგომარეობისა და განვითარების შესახებ. მისი თქმით, ასევე შესრულებულია საკითხი საბანკო სფეროში ტრენინგებისა და შესაძლებლობის განვითრებების შესახებ.

საკრედიტო ორგანიზაციების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით კი შესაბამისი კანონპროექტი შემუშავებულია და წარდგენილია განსახილველად. 

მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. ევროპასთან ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მოსმენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, 2019 წლის 13 მაისი