ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა

09 იანვარი 2017
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ფრაქციის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენელს ფრაქციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო და იმ საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც მისი განცხადებით, გადასახედი და დასარეგულირებელია. მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებსა და დელეგაციებში დეპუტატთა კვოტების განაწილების წესი, რომელიც გიორგი ლომიას განცხადებით, არა პროცენტული, არამედ პარტიული გადანაწილების პრინციპით უნდა განისაზღვრებოდეს.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მან ელჩს პარტიის პროდასავლური ღირებულებების და მიმართულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ ვართ პროდასავლური ძალა და ეს მიმართულება, რომელიც დიდი ხნის წინ ავირჩიეთ, არ შეგვიცვლია. თუმცა ჩვენ, დასავლეთიდან გვინდა ის ფასეული რაც საქართველოს გამოადგება,“-განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, უახლოეს პოლიტიკურ წარსულს და რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება.

გალერეა

  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა, 2017 წლის 9 იანვარი
  • ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა, 2017 წლის 9 იანვარი