განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

08 ოქტომბერი 2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ კომიტეტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 5% ეკონომიკურ ზრდაზეა პროგნოზირებული და ამ მაჩვენებლის მიხედვით ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა. მისივე თქმით, ბიუჯეტის შედგენისას გარკვეული რისკები კვლავაც რჩება და იგი პანდემიას უკავშირდება.

გიორგი კაკაურიძე მაკროეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები წარმოადგინა. მან ასევე საბიუჯეტო დეფიციტზე, საგარეო ვალების მომსახურებასა და კომიტეტების სფეროში შემავალი სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით. თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე; წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი; განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე; პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" – 33.0 მლნ ლარი და სხვა; პროფესიული განათლება - 52.5 მლნ ლარი; უმაღლესი განათლება - 147.2 მლნ ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65.5 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლება - 23.7 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 125.8 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები; ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი; კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი; სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 36.9 მლნ ლარზე მეტი; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 68.7 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 27.0 მლნ ლარამდე; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 127.1 მლნ ლარი. აღნშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წელს ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 21.1 მლნ ლარი.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტების წევრებმა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი