გიორგი ვოლსკი და ბექა ოდიშარია სიღნაღის „ბროწლიანის სათნოების სახლს" ესტუმრნენ

31 ივლისი 2019
გიორგი ვოლსკი და ბექა ოდიშარია სიღნაღის „ბროწლიანის სათნოების სახლს" ესტუმრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ბექა ოდიშარია დღეს ქართველ ემიგრანტებთან ერთად სიღნაღის „ბროწლიანის სათნოების სახლს" ესტუმრნენ.

„ბროწლიანის სათნოების სახლის" სრული რეაბილიტაცია საქველმოქმედო ფონდის „დავეხმაროთ საქართველოს“ მეშვეობით განხორციელდა, რომლის ინიციატორი 15 წლის ჰოლანდიაში მცხოვრები გიორგი ვენკოა.

დღეს სათნოების სახლის ბენეფიციარი 24 შშმ პირია, რეაბილიტაციისა და დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ კი მათი რაოდენობა ორჯერ გაიზრდება.

ფონდი სამომავლოდ გეგმავს ცენტრში მზის პანელების დამონტაჟებას.

ინიციატორი 15 წლის გიორგი ვენკო წლის ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედად დასახელდა. მას მამა ამერიკელი ყავს, დედა კი ქართველი - თიკა სვანიძეა, რომელმაც შვილს დედულეთი შეაყვარა.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი და ბექა ოდიშარია სიღნაღის „ბროწლიანის სათნოების სახლს" ესტუმრნენ, 2019 წლის 31 ივლისი