ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 აპრილი 2019
ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა, სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურისტულ, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაზე.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩაქვში არსებული ლაო ჯინ ჯაოს სასახლის რეაბილიტაცია და იქ მუზეუმის დაარსება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ამ სასახლის რეაბილიტაცია თავის დროზე აჭარის მთავრობამ დაიწყო თუმცა, ვერ დაასრულა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩაქვში არსებული ცნობილი ჩინელის ლაო ჯინ ჯაოს სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე და იქ მუზეუმის შექმნაზე. ლაო ჯინ ჯაოს სასახლის ტერიტორიაზე გაშენებული ჰქონდა ჩაის პლანტაციები. იგი დაკავებული იყო საქართველოში ჩაის პოპულარიზაციით. ჩვენი მიზანია, ამ სასახლის აღდგენა და ქართული ჩაის პოპულარიზაცია. ჩინელი ტურისტებისთვის ეს ადგილი გახდება საინტერესო და მიმზიდველი საექსკურსიო მარშრუტი“, - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მზაობა გამოთქვა რომ სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ინვესტიციების მოზიდვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

თბილისში და ბათუმში, როგორც არჩევითი საგანი, სკოლებში, ჩინურ ენას შეისწავლიან.

„ჩვენი მიზანი არის ჩინური ენის განვითარება და დანერგვა საქართველოში. მივაღწიეთ იმას, რომ თბილისში და ბათუმში, როგორც არჩევითი საგანი სკოლებში, ჩინურ ენას შეისწავლიან“, - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

გალერეა

  • ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 15 აპრილი
  • ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 15 აპრილი
  • ილია ნაკაშიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 15 აპრილი