კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს

13 სექტემბერი 2018
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, შემოსულობების და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც 4.5%-ით იყო დაგეგმილი, 7 თვის მონაცემებით 5.5% შეადგინა, ასევე გაზრდილი მაჩვენებლები ფიქსირდება ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და გრანტებიდან მიღებული შემოსავლებით. გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლებიც წარმოადგინა და კომიტეტების საკურატორო სფეროში შემავალ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიუჯეტის ათვისების და შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ფინანსები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 100%-ით, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრომ - 85.4%-ით აითვისა.

მინისტრის მოადგილემ ცალკეული პროგრამების და ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების მაჩვენებლებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა და კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს წინადადებით მიმართა, რომელიც წლის ბოლოს გადაჭარბებით მიღებული თანხების საპენსიო ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო მომავალი წლისთვის პენსიის მომატების მიზნით დამატებით 200 მილიონი ლარის გამოყოფას ისედაც აპირებს, ხოლო რაც შეეხება 2018 წლის გადაჭარბებით მიღებულ დამატებით თანხებს, მისი განკარგვის შესახებ, გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციებით მიიღება.

კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.

ერთობლივი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღის წესრიგის საკითხებით გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)“ და „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც ESP დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო შეთანხმებები წარმოადგინა.

გალერეა

  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს, 2018 წლის 13 სექტემბერი