კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს

21 ნოემბერი 2019
კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვე მიმოიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი იყო 4,5 % ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნებული 9 თვის მონაცემებით 5%-ს შეადგენს.

განხორციელებულ ღონისძიებებს შორის, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 ათასზე მეტი საჯარო და ორასზე მეტი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 463.7 მლნ ლარი. მისი ინფორმაციით,  422 მანდატური უზრუნველყოფდა წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 540 საჯარო, 4 კერძო სკოლაში და 2 პროფესიულ სასწავლებელში. კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 82 საჯარო სკოლაში შეყვანილ იქნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები.

მომხსენებლის ინფორმაციით: ინკლუზიური განათლების დასაფინანსებლად მიიმართა 13.3 მლნ ლარზე მეტი; საზოგადოებრივი/პროფესიული და პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილნი იქნენ დაფინანსებით, ამ მიზნით მიიმართა 28.9 მლნ ლარი; სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების დაფინანსებისა და ახალგაზრდების წახალისების მიზნით მიმართულ იქნა 95.0 მლნ ლარამდე; დასრულდა 2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა; 8 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ნაწილობრივი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული 2 შენობების რეაბილიტაცია; დაფინანსდა 80 საჯარო სკოლა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და აღჭურვისათვის, 8 პროფესიული სასწავლებელი ხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 12 ახალაშენებული საჯარო სკოლისთვის  შეძენილია და, მათ შორის, 10 საჯარო სკოლისათვის გადაცემულია სხვდასხვა ტიპის სასკოლო ავეჯი;

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  სპორტის 50-მდე სახეობაში დაფინანსდა 375 საწვრთნელი შეკრება საქართველოსა და უცხოეთში, 700- მდე სპორტული ღონისძიება საქართველოში და 700-ზე მეტ შეჯიბრში მონაწილეობა, 900-მდე სპორტული ღონისძიების გამართვა საქართველოში, ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 359 ოქროს, 266 ვერცხლის და 357 ბრინჯაოს მედალი;

მისი თქმით, საქართველომ უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს: თბილისის გრანპრი 2019 ძიუდოში და დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში, ასევე განხორციელდა მასობრივი სპორტული ღონისძიებები ზამთრისა და ზაფხულის სპორტის სხვადასხვა სახეობებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სპორტის საერთაშორისო დღის აღმნიშვნელი ღონისძიება „მსოფლიო რბენა“; საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021წწ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა 78 საფეხბურთო კლუბი.

„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დახმარებით უზრუნველყოფილ იქნა 25 მუნიციპალიტეტში მომუშავე სპორტის 25 სახეობის 336 მწვრთნელი.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ომიტეტებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ინფორმაცია „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე.

გალერეა

  • კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს, 2019 წლის 21 ნოემბერი
  • კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს, 2019 წლის 21 ნოემბერი
  • კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს, 2019 წლის 21 ნოემბერი