მარიამ ჯაში: „ექიმი და ჟურნასლიტი ეს ის ორი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები ხელშეუხებელი უნდა იყვნენ, როგორც საომარი მოქმედებების დროს, ისე ნებისმიერი კრიზისულ სიტუაციაში“

18 ნოემბერი 2019
მარიამ ჯაში: „ექიმი და ჟურნასლიტი ეს ის ორი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები ხელშეუხებელი უნდა იყვნენ, როგორც საომარი მოქმედებების დროს, ისე ნებისმიერი კრიზისულ სიტუაციაში“

პარლამენტის წევრმა, მარიამ ჯაშმა მონაწილეობა მიიღო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ „თეთრი ხალათების“ აქციაში, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა. 

„როგორც ექიმი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. სადავო არ არის, რომ ექიმი და ჟურნალისტი ის ორი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები ხელშეუხებელი უნდა იყვნენ როგორც საომარი მოქმედებების დროს, ისე ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში. დღეს გაჟღერდა ქეთევან ციხელაშვილის დამაიმედებელი განცხადება ბატონი ვაჟას შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, რაც პირადად მე ოპტიმისტურად განმაწყობს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის წევრის ინფორმაციით, დღეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ოკრიბელაშვილი საერთაშორისო სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად ამზადებს მიმართვას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

„ვფიქრობ, ეს არის დრო, როდესაც პროფესიონალები პოლიტიკის მიღმა შეიძლება გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „ექიმი და ჟურნასლიტი ეს ის ორი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები ხელშეუხებელი უნდა იყვნენ, როგორც საომარი მოქმედებების დროს, ისე ნებისმიერი კრიზისულ სიტუაციაში“