ოთარ დანელია და მარიამ ჯაში პარლამენტში მოსწავლეებს შეხვდნენ

19 აპრილი 2017
ოთარ დანელია და მარიამ ჯაში პარლამენტში მოსწავლეებს შეხვდნენ

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრებმა მოსწავლეებს საკანონმდებლო ორგანოს ძირითადი ფუნქციები, მნიშვნელობა და საქმიანობა გააცნეს. მათ ასევე ისაუბრეს განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე.

„განათლება არის დიდი ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს შემოსავალი. ახალგაზრდები არიან ძალიან მოტივირებულები, მოსწავლეები შეხვდნენ პარლამენტის წევრებს და გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრინციპებს. მოხარული ვარ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამ გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ყოველთვის მზად ვარ ვესაუბრო იმ თემებზე, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თავის მხრივ ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მიღების მნიშვნელობაზე, სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში სასწავლო პროცესების თავისებურებებსა და საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემის თაობაზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს დეპუტატებმა მოსწავლეთა კითხვებს უპასუხეს, რომელთა დიდი ნაწილი აბაშის მუნიციპალიტეში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ეხებოდა.

გალერეა

  • ოთარ დანელია და მაირამ ჯაში პარლამენტში მოსწავლეებს შეხვდნენ , 2017 წლის 19 აპრილი