სემინარი "რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები" პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

21 ივნისი 2012
სემინარი "რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები" პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

1q16დღეს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის ცენტრ "თანადგომასთან” პარტნიორობით, გაეროს ”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ერთობლივი პროგრამის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარს საქართველოს პირველი ლედი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სანდრა ელისაბედ რულოვსი ესწრებოდა.

1q17პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის განმარტებით, საყოველთაო ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს მომსახურებაზე პრიორიტეტულია არა მარტო ათასწლეულის მეხუთე მიზნის - დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების, არამედ ათასწლეულის სხვა მიზნების - ბავშვთა მოკვდაობის შემცირების, ასევე შიდსისა და მალარიის გავრცელების შემცირების მისაღწევად.

სემინარში მონაწილეებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და საერთაშორისო კონვენციებს გაეცნენ.

1q18გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ ხომასურიძემ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ტენდენციები მიმოიხილა.

სემინარზე რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა გააანალიზეს და პარლამენტის როლზე ისაუბრეს მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.