საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის, "აისის" სტუდენტებს შეხვდა

20 ივნისი 2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის, "აისის" სტუდენტებს შეხვდა

1q20პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ "აისს" ესტუმრა და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარესა და კოლეჯის სტუდენტებს შორის გულახდილი დიალოგი შედგა, რომლის დროსაც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით, უმნიშვნელოვანესი სწორედ პროფესიული კადრების არსებობაა. მისი თქმით, მართალია საქართველოს მოსახლეობას დღეს დასაქმების 1q21პრობლემა აწუხებს, რომელიც გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან გაჩნდა, მაგრამ გასულმა წლებმა იმავდროულად პროფესიული კადრების დეფიციტიც შექმნა და ამ დეფიციტის აღმოფხვრა სწორედ პროფესიულ სასწავლებლებლებს ევალებათ, სწორედ ისეთებს, როგორიცაა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პრობლემა უკავშირდება სოფლის მეურნეობაში შექმნილ მდგომარეობასაც, სადაც ნასწავლი კადრების ნაკლებობაა, რაც ამ სფეროში თავისთავად აფერხებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

1q22პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს სოფლის მეურნეობაში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკაზე მეტი პრიორიტეტი ნასწავლ კადრებს უნდა მიენიჭოს, რომლებიც ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობენ ხელს. "ამგვარად, გლეხი უფრო მეტი პროდუქციის მოყვანას შეძლებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო ფასებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის", – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი ტიპის სასწავლებლები ორ ძალიან 1q23მნიშვნელოვან ამოცანას ემსახურება. მისი შეფასებით, პირველი არის დასაქმება, ვინაიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ სასწავლებელში გაივლის პროფესიულ მომზადებას, აქვს მაღალი შანსი, რომ მოძებნოს სამსახური და დასაქმდეს. მეორე კი – სოფლის მეურნეობისათვის განათლებული კადრების მომზადება, რომლებსაც აქ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ სოფლის მეურნეობაში დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც დიდი რაოდენობით პროდუქციის მიღების საფუძველს წარმოადგენს.

"მსგავსი პროფესიული სასწავლებლების განვითარება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია 1q24იმისათვის, რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი ადამიანი დავასაქმოთ. მეორე მნიშვნელობა უკავშირდება სოფლის მეურნეობას, ვინაიდან დღევანდელ სოფლის მეურნეობას სჭირდება განათლებული კადრები. აგრონომები, მეღვინეები, მევენახეები, მეფუტკრეები და ის ადამიანები, რომლებიც აქ გადიან შესაბამისი მომზადების კურსს, იქნება დიდი შეღავათი ქართული სოფლისთვის, ქართველი გლეხისთვის. ქართულ სოფელში აუცილებელია დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს თავის მხრივ ნიშნავს მეტ მოსავალს, და შესაბამისად, მეტ შემოსავალს სოფლის მეურნეობაში 1q25დასაქმებული გლეხობისთვის. ამიტომ, როგორც ადამიანის დასაქმების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფეხზე დაყენების თვალსაზრისით, ასეთი სასწავლებლები არის პოზიტიური და მეტად მნიშვნელოვანი", – განაცხადა დავით ბაქრაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი და სხვადასხვა სახელოსნოები და სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნო.

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში სტუდენტები 19–მდე პროფესიას ეუფლებიან, მათ შორისაა ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის 1q26გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმროს საქმის მწარმოებელის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიები.

ვინაიდან ქვეყანაში პროფესიული კადრების დეფიციტია, პროფესიული განათლება ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა. პროფესიული 1q27განათლების დაფინანსების ახალი სისტემა პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან ამოქმედდა და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე უკვე 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტია დაფინანსებული. მათი ნაწილი კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯის სტუდენტია. აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 350–ზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კაჭრეთის პროფესიული კოლეჯს სტუმრობდნენ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე.

1q28

1q29