საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა შედგა

17 სექტემბერი 2019
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა შედგა

პარლამენტის წევრები გერმანიის მარშალის ფონდისა და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან ბექა ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა მონაწილეობდნენ.

ვიზიტის მიზანს საქართველოში პოლიტიკური, საგარეო და თავდაცვის საკითხების ირგვლივ ვითარების შესწავლა და ანგარიშის მომზადება წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკურ ინსტანციებს, ევროპის პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური ფონდების ხელმძღვანელებს წარედგინებათ.
ეს ადამიანები მუშაობენ ევროკავშირის პოლიტიკური ინსტანციებისა და პარტიებისათვის შიდა რეპორტებზე. შეხვედრისას ექსპერტებს სრულად გავაცანით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, საგარეო, საშინაო ვითარება. ყურადღება გავამახვილეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ახალ საარჩევნო სისტემაზე, ოკუპაციაზე და იმ ყველა გამოწვევაზე, რომელიც დღეს აქვს საქართველოს. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

ლუვენის უნივერსიტეტის მკვლევარის, თეონა ლავრელაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანია საქართველოში პოლიტიკური, საგარეო, ეკონომიკური საკითხების ვითარების გაცნობა, რადგანაც ბრიუსელში დაგეგმილია სპეციალური ანგარიშის მომზადება, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უნდა ასახოს. მისი თქმით, ანგარიშში განსაკუთრებული როლი დაეთმობა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობას, პარტიებში მიმდინარე პროცესებს და რაც მთავარია, ქართული პარტიების ევროპის პარტიებთან ურთიერთობებს.

მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს ვიზიტი, რადგან ჩვენი უცხოელი ექსპერტები და ჩემი კოლეგები უშუალოდ ეცნობიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც უნდა აისახოს უშუალოდ იმ რეკომენდაციაში, რომელიც გადაეცემა როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებს ასევე, პოლიტიკურ ფონდებს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მთავარი მესიჯი უცხოელ კოლეგებთან იქნება ის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების, ახალი ინიციატივების შექმნა, რაც დაეხმარება ქვეყანას საგარეო ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. პოლიტიკური სისტემის შეფასება წარმოუდგენელია ზოგადი პოლიტიკური სურათის შესწავლის გარეშე. ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი არის ისიც, რომ შევხვდეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნული ანგარიშის მომზადება იგეგმება დაახლოებით 3 კვირის ვადაში, რომლის პრეზენტაცია გაიმართება ევროპის პარლამენტში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - განაცხადა ექსპერტმა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია როგორც სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ასევე, ოპოზიციურ ლიდერებთან, არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო ექსპერტები: სტივენ ვან ჰეკე, ნადა კოვალციკოვა და თეონა ლავრელაშვილი.

გალერეა

  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა შედგა, 2019 წლის 17 სექტემბერი