საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს

08 ოქტომბერი 2020
საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს

„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის“ განხილვა გაიმართა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს მაკროეკონონიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში არის კლებადი ტენდენცია და წლის ბოლოსთვის იქნება 4%-ზე ნაკლები.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი, ბოლო წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2-2,5%-ის ფარგლებში გაიზარდა.

„ცვლილებების დროს 8,5%-მდე გაიზარდა დეფიციტის მაჩვენებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლისთვის დავუბრუნდეთ 3%-იან ნიშნულს, რაც გაწერილია საშუალოვადიან ბიუჯეტში. რაც შეეხება ვალის მაჩვენებელს, მომდევნო წლისთვის დაგეგმილია 55,9%. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ ვალის შემცირება და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მინიმუმ 55%-ს ჩამოვცდეთ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მომხსენებლის განმარტებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილია 12,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც დღეს არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველადი გეგმა, რაც 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, იმასთან შედარებით დაახლოებით 100 მლნ. ლარით ნაკლებია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ტენდენციებთან დაკავშირებით განმარტა, 2021 წლიდან ბიუჯეტში ასახულია ის კანონმდებლობა, რაც პენსიების ინდექსაციას უკავშირდებოდა.

„ძირითადად, ზრდა მოდის სწორედ ამ მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაშიც. ყოველწლიურად დაახლოებით 250-260 მლნ ლარი იქნება მხოლოდ ამ მიმართულებით ჩასადები თუმცა, საბოლოო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მშპ-სთან მიმართებაში დახლოებით 23%-ზე ვიქნებით მიმდინარე ხარჯების ნაწილში. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს აქ იზრდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად, უწევს 2021-2022 წლებში. ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში, შემოსულობებით შეადგენს 14 მლრდ 759 მლნ. ლარს რაც 3,6მ ლრდ ლარით ნაკლებია წლევანდელზე. საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში არის 10 მლრდ 450 მლნ ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 550 მლნ ლარს, გრანტები 285 მლნ. ლარს. ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლება არის შესაბამისად, 150-150 მლნ. ლარი ხოლო, ვალდებულებების და ვალის აღება ჯამში შეადგენს 3 მლრდ 174. მლნ-ს თუმცა, მისივე თქმით, ამავე დროს, არის ვალის დაფარვა 2 მლრდ 640 მლნ ლარის ოდენობით და შესაბამისად, წმინდა ვალის ზრდა შეადგენს 534 მლნ ლარს.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შეადგენს 17მლრდ 71 მლნ. ლარს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.
მომხსენებლის განმარტებით, ყველაზე დიდ მხარჯავ დაწესებულებას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამიტომ ძირითადი თანხები სწორედ ამ სამინისტროშია აკუმულირებული. მისი თქმით, ბიუჯეტით გათვალისწინებული 4 მლრდ 852 მლნ ლარიდან, 300 მლნ ლარი მხოლოდ, წელს გაზრდილი პენსიების სრულად დაფინანსებას და პენსიის ინდექსაციას უკავშირდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში გათვალისწინებულია 2 მლრდ 421 მლნ ლარი; განათლები,ს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის - 1 მლრდ 738 მლნ ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 356 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 900 მლნ ლარი; ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო - 790 მლნ ლარი.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებას, როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წელს შეადგენს 156 მლნ ლარს და იგივე მოცულობის თანხა შენარჩუნებულია მომდევნო წელსაც, საიდანაც ძირითადი ნაწილი - 155 მლნ ლარი გათვალისწინებული არის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, დიასპორის ნაწილი, არის ორი კომპონენტი - დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწობისთვის გათვალისწინებულია 1 მლნ 200 ათასი ლარი, ხოლო ლეველის მამულის რეაბილიტაციისთვის 1 მლნ 500 ათასი ლარი.

კომიტეტების წევრებმა წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი
  • საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი
  • საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი
  • საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე იმსჯელეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი