საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოში „კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის - „უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში მყოფ უკრაინელ ექსპერტებს შეხვდნენ

04 თებერვალი 2015
საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოში „კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის - „უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში მყოფ უკრაინელ ექსპერტებს შეხვდნენ

დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრები დავით დარჩიაშვილი, ტარიელ ლონდარიძე, გიორგი ვაშაძე და სერგო რატიანი უკრაინელი ექსპერტებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში „კავკასიური სახლის“ მიმდინარე პროექტის - „უკრაინა გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ - ფარგლებში იმყოფებიან. 

შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები იყო. უმცირესობის წევრებმა ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. გიორგი ვაშაძემ სტუმრებს უკრაინაში მომუშავე ქართველი ექსპერტების ჯგუფის მიერ სხვადასხვა მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

უმცირესობის წევრებმა უპასუხეს სტუმრების კითხვებს, რომლებიც, მეტწილად, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხებოდა. გიორგი ვაშაძემ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის და ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა დაასახელა. მისი მოსაზრებით, ეს არის შავი ხვრელი, რომელიც ხშირად კორუფციის ხელშემწყობი ხდება. მისივე თქმით, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, ერთი მხრივ, კერძო სექტორზე დარტყმას წარმოადგენს, მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ინვესტიციების შეჩერებას იწვევს. „ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს სამედიცინო დაზღვევა ეტაპობრივად ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფებზე და არა ყველაზე ერთად, როგორც ეს დღეს ხდება. ხელისუფლება ამ პროცესს მხოლოდ მონიტორინგს უწევდა და თვითონ არ ახორციელებდა იმპლემენტაციას. კერძო სექტორმა დაიწყო სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა და სერვისების გაუმჯობესება. არსებულმა ხელისუფლებამ დღეს შეცვალა კერძო სექტორი და თვითონ დაიწყო დაფინანსება, რამაც შავი ხვრელის გაფართოება გამოიწვია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის წვრები დღეს უკრაინელ ექსპერტებს შეხვდნენ, 2015 წლის 4 თებერვალი
  • საპარლამენტო უმცირესობის წვრები დღეს უკრაინელ ექსპერტებს შეხვდნენ, 2015 წლის 4 თებერვალი