საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

31 დეკემბერი 2016
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ისკო დასენმა თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს არ იქნება ერთჯერადი და ხელისუფლება სოციალურად დაუცველ პირებს მომავალშიც დაეხმარება.

„დღეს ჩვენ შევკრიბეთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები და მივულოცეთ ახალი წელი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაგრძელდება და არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ საახალწლოდ. მაქსიმალურად ყველაფერს ვიზამთ რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ ყველა ვისაც უჭირს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი", - განაცხადა ისკო დასენმა.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლების წევრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა, 2016 წლის 31 დეკემბერი