საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან

06 ოქტომბერი 2018
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან

საქართველო, მოლდოვა, უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე სესიის ფარგლებში ყალბ ახალ ამბებთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა პანელური დისკუსია.

საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ყალბი ახალი ამბები და ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა, რომელიც ე.წ. „რბილი ძალის“ მოქმედებით, რუსული დეზინფორმაციის კამპანიით არის გამოწვეული.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა აღიარებს, რომ ეს არის საფრთხე.

„ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. მე დარწმუნებული ვარ, რუსეთი ყველა ქვეყანაში იყენებს იმ მეთოდებს, რასაც საქართველოში და ეს არის მედია. ეს არის არა რუსული, არამედ ქართულენოვანი არხები, რომლებიც ისეთ პოლიტიკას ავრცელებენ, რაც რუსეთისთვის არის მისაღები. გარდა ამისა, ქვეყანაში გვყავს პარტიები, რომლებიც რუსეთზე არიან ორიენტირებული. ეს პრობლემა საქართველოში მოქმედმა ყველა აქტორმა უნდა მიიღოს მხედველობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც პარლმენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ის სიტყვის თავისუფლების მომხრეა და არ ეთანხმება იმ ადამიანების პოზიციას, ვინც აღნიშნული მედიასაშუალებების და პარტიების აკრძალვას ითხოვს, თუმცა თვლის, რომ შესაძლებელია ლეგიტიმური ბერკეტების გამოყენება.

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ფინანსებს, რუსულ ფულს. საქართველოში უნდა ჩატარდეს კონტრპროპაგანდა. უნდა გატარდეს ზომები, რომელიც რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით ის პრობლემები, რომელიც საქართველოს წინაშეა ამ მიმართულებით დამახასიათებელია სხვა ქვეყნებისთვისაც.

„ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს. ამ შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაერთიანებს, ეს არის რუსეთიდან მომავალი საფრთხე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რომელიც რუსეთის მიერაა ინსპირირებული, ასევე, მათი მხრიდან მომავალი პროპაგანდისტული საფრთხეები. ეს სრულიად მსგავსი გამოწვევაა სამივე ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მოვიპოვოთ საერთო პასუხი რუსეთის მიმართ, რადგან რუსეთის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყნებში ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის მატარებლები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ატარებენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, მიჰაელა სპატარიმ.

„ფაქტია, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იდეა ძალიან მოკლე დროში რეალობად იქცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს წარსული და მომავალი. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აერთიანებს კულტურული სიახლოვე, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ძლიერი გამაერთიანებელი გვაქვს, რომელიც არის ჩვენი საერთო ხედვა. ჩვენი ბოლო წლების თანამშრომლობა ემსახურება მთლიანად რეგიონის გაძლიერებას, სტაბილიზაციას და უსაფრთხოებას“, -განაცხადა მიჰაელა სპატარიმ.

მოლდოველმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა ჰიბრიდული ომის პირობებშია და ამ დროს აუცილებელია დასავლური ღირებულებების მხარდაჭერა.

„ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლის დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა. ეს არის - კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება. მოწინააღმდეგე ქვეყანა სიტყვის თავისუფლებას ჩვენს წინააღდეგ ძირითად იყენებს იმისთვის, რომ ჩაერიოს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიულ პროცესში. ყალბი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ჩვენს ქვეყნებში საჯარო წესრიგის შერყევას“, - განაცხადა მიჰაელა სპატარიმ.

მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრის მოსაზრებით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა უზრუნველყონ, რომ მტრულად განწყობილი ქვეყანა ვერ დაემუქროს ამ სამი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად და ერთობლივად ვეძიოთ გზები, როგორ დავუპირისპირდეთ ამ ჰიბრიდული ომის საშუალებებს. სტრატეგიული კომუნიკაციების სამმხრივი ცენტრი შეიქმნება იმ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ეს ცენტრი შეიძლება იყოს პლატფორმა, სადაც მოფიქრებული იქნება ჰიბრიდულ ომთან გამკლავების საშუალებები“, - განაცხადა მიჰაელა სპატარიმ.

თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის დელეგაციის წევრმა, ანდრეი ნემიროვსკიმ.

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო ხედვები, მაგრამ რუსეთის გარეშე. ჩვენ ყველა ვმოძრაობთ დასავლეთის მიმართულებით და ამიტომაც, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ერთი ამოცანა“, - განაცხადა ანდრეი ნემიროვსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი რევანშისტულ პოლიტიკას ახორციელებს და აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს.

გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამი ქვეყნის პარლამენტარებს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დაფუძნება მიულოცა.

„მინდა მივულოცო სამივე პარლმენტს, რომ მათ შეძლეს და განახორციელეს ეს შესანიშნავი ინიციატივა. ის ასახავს იმ კრიტიკულ როლს, რომელსაც ეს სამი პარლამენტი თამაშობს თქვენი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში. რაც შეეხება დეზინფორმაციას და საინფორმაციო პროპაგანდას, ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშე დგას - იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თუ თუნდაც დიდი ბრიტანეთი“, - განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელსაც კრემლიდან და მისი მხარდამჭერი წყაროებიდან მომდინარე დეზინფორმაცია მოიცავს.

„ეს არის დანაშაული ჩვენი საზოგადოებს წინაშე. საკმაოდ საფრთხის შემცველია სწორედ რუსეთის მხარდამჭერი წყაროებიდან მომავალი ინფორმაცია“, - აღნიშნა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის თქმით, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში პარლამენტს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„პარლმენტმა უნდა ითამაშოს კონსტრუქციული როლი იმისათვის, რომ მოახდინოს სამთავრობო რეაგირების კოორდინირება“, - განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

გამოსვლების შემდეგ, პანელური დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გალერეა

  • საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან, 2018  წლის 6 ოქტომბერი