სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

24 მაისი 2019
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის დღევანდელი სხდომა დაეთმო ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების თაობაზე ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მოსმენას.

მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგებისა და გაცემული რეკომენდაციების თაობაზე. აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია.

მომხსენებლის თქმით, აუდიტის ფარგლებში შეისწავლეს ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების და სოციალურ მუშაკთა ჩართულობის ფაქტები. ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებებიდან გამომდინარე გაიცა რეკომენდაციები.

სხდომას ესწრებოდნენ აუდიტის ობიექტების შესაბამისი თანამდებობის პირები, რომელთაც წარმოადგინეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, რამდენად საკმარისი და პროდუქტიულია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული მექანიზმები. მათ ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით არსებულ სირთულეებსა და ხარვეზებზე; იმსჯელეს მათი აღმოფხვრის შესაძლებლობებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა სოციალურ მუშაკთა 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის არარსებობა, რომლის აღმოფხვრაზეც დაწყებულია მუშაობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ წარმოდგენილ სამთავრობო უწყებებს შესთავაზა ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით სამუშაო შეხვედრის ორგანიზება საჭიროებებისა და შესაძლებლობების უკეთესად განსაზღვრის მიზნით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა უპასუხეს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

განხილვაში, აუდიტის ჯგუფის წევრების გარდა, ასევე, მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე.

გალერეა

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა, 2019 წლის 24 მაისი