საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარე აირჩია

25 თებერვალი 2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარე აირჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პირველ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარედ PR-სააგენტოს „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, ხოლო კომისიის მდივნად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია აირჩია. 

საკონკურსო კომისიამ კომისიის დებულების შინაარსზეც იმსჯელა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის ყველა ის კანდიდატი, ვინც კომისიის წევრთა არანაკლებ 5 ხმას მიიღებს. საკონკურსო კომისია ცხრა წევრისგან შედგება. 

კომისიის დებულების მიღების შემდეგ, კომისიამ შემდეგი სხდომები დაგეგმა და საორგანიზაციო საკითხები განსაზღვრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 1 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით 8 თებერვალს გამოცხადდა. 

ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მომართა.

გალერეა

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარე აირჩია, 2019 წლის 25 თებერვალი