დაგეგმე შენი ტური პარლამენტში


საქართველოს
 პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამა

საქართველოს პარლამენტი მოხარულია, უმასპინძლოს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მისიით, ფუნქციებითა და საქმიანობით დაინტერესებულ ჯგუფებს და მეგზურობა გაუწიოს მათ პარლამენტის ისტორიულ სასახლეში, ქ. თბილისში.

  • საექსკურსიო ტური 

60-70 წუთიანი საექსკურსიო ტურის განმავლობაში ვიზიტორები დაათვალიერებენ პარლამენტის ისტორიულ შენობას, პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზებს, ასევე, პლენარულ სხდომათა და კინო დარბაზებს (ამ უკანასკნელს, მოთხოვნისამებრ). გარდა ამისა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. ექსკურსიის მსვლელობისას სტუმრები გაეცნობიან ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს. 

საექსკურსიო ტური გიდის თანხლებით ტარდება ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 სთ., 15:00 სთ. და 17:00 სთ.

* * *
საექსკურსიო ტურის მოთხოვნა

თუ გსურთ, ეწვიოთ საქართველოს პარლამენტს და ახლოს გაეცნოთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, დაგვიკავშირდით 3 სამუშაო დღით ადრე.

თქვენი ორგანიზაციის დასახელება (სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ.), ექსკურსიის მსურველთა სია, (მაქსიმუმ 30 ვიზიტორი), პირადი ნომრები, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი ვორდის დოკუმენტით გამოგზავნეთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ტელეფონი:  (032) 2 28 16 93 (032) 2 28 16 90
ელ-ფოსტა:  tours@parliament.ge 

* * *
დამატებითი ინფორმაცია

გარდა დადგენილი გრაფიკისა, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს საექსკურსიო ტურების ორგანიზებას მოთხოვნისამებრ, წერილობითი მომართვის საფუძველზე. 

სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს ვთავაზობთ, ასევე, მედიაცენტრის დათვალიერებას.

საექსკურსიო ტურის უცხო ენაზე (ინგლისური) ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ.

საექსკურსიო ტურები არ ტარდება ეროვნულ დღესასწაულებზე.