დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები

დონორთა საქმიანობების ურთიერთგადაფარვის აცილების მიზნით და ეფექტური კოორდინაციის გასაწევად, პარლამენტი რეგულარულად მართავს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრებს. შეხვედრებს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული საერთაშორისო დონორი პროექტების კოორდინატორი. შეხვედრებს ესწრება ყველა საპარლამენტო პროექტის წარმომადგენელი. საკოორდინაციო შეხვედრების მიზანია დონორ პროექტებს შორის, ასევე დონორებსა და პარლამენტს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამ შეხვედრებზე დონორი პროექტების წარმომადგენლები აცნობენ პარლამენტს თავიანთ საქმიანობებს და განიხილავენ წამოჭრილ საკითხებსა თუ სირთულეებს, ასევე საუბრობენ პარლამენტში მიმდინარე საქმიანობების შესახებ. გარდა ამისა, დონორები ხშირად აწყობენ პრეზენტაციებს მათი პროექტების მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე. საპარლამენტო რეფორმის ახალი საპროექტო შემოთავაზებები ასევე ხდება შეხვედრების განხილვის თემა.