არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

30 ოქტომბერი 2019
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და აზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს შეხვდა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკულ მხარეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, არსებული მტკიცე კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის აქტიურად იმუშაოს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯორჯ კენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საგანგაშო ვითარება გააცნო და საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ესაუბრა. არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ იმსჯელეს. ამას გარდა, განიხილეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი და პარლამენტში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა, 2019 წლის 30 ოქტომბერი