არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

11 ივლისი 2019
არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, უმრავლესობის წევრებთან - თამარ ხულორდავასთან და ნინო გოგუაძესთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტომას პეტრშიჩეკს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმას.

მხარეების შეფასებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსითვის წინგადადგმული ნაბიჯია.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილეს. ტომაშ პეტრიშჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, 2019 წლის 11 ივლისი
  • არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, 2019 წლის 11 ივლისი