არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

28 ოქტომბერი 2019
არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა.

სპიკერებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა შეაფასეს. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა შვეიცარიის კონფედერაციის როლს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მედიაციის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, სასამართლო და განათლების, ასევე საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმასა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო.

მხარეებმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო და პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილეს. მარინა კარობიო გუშეტიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ინსტიტუციური გარდაქმნის მიმდინარეობისას უწევს.

„საქართველო უფრო და უფრო ხშირად არის ის ქვეყანა, სადაც შვეიცარიის მოქალაქეები ოჯახებთან ერთად დასასვენებლად ჩამოდიან და შვეიცარიელი ბიზნესმენები ინვესტიციებს ახორციელებან. ეს მიუთითებს, რომ ნდობა იზრდება, ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის დღეს მეტი ურთიერთობაა. მადლობას ვუხდი ქალბატონ გუშეტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი შვეიცარიას იმ მისიისთვის, რომელსაც ასრულებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დიპლომატიის გამოყენებით, მშვიდობიანი განვითარების გზით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ეკონომიკას და იღებს კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას თავისი პარტნიორების მხრიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შვეიცარიის მიერ დაფინანსებულ ეკონომიკურ პროექტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, გაიხსნება შვეიცარიის კონფედერაციის ახალი შენობა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი, ხოლო პარტნიორული კავშირების გაღრმავებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. თავის მხრივ, მარინა კარობიო გუშეტიმ, შვეიცარიის კონფედერაციის სახელით, საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, 2019 წლის 28 ოქტომბერი