არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

25 მარტი 2020
არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.