ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება

24 აპრილი 2019
ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა.

„გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.