ირაკლი კობახიძე: „აუცილებლად დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება“

23 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „აუცილებლად დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება“

ჩვენ, მომდევნო კვირაში, უმრავლესობის სახელით, აუცილებლად დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით არ იქნა მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში გარკვეული საკითხები განიხილება და პოზიციების შეჯერების შემდგომ, ახალ კანონპროექტს საპრლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„დისკუსია იყო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება ზოგადი პრინციპია, თუმცა საუაბარი იყო კვოტების გადანაწილებაზე პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის, ასევე საუბარი იყო გარკვეული ვადით ამ კვოტირების შემოფარგვლაზე. ეს საკითხები განიხილება, ამაზე შევჯერდებით უმრავლესობაში და ამის საფუძველზე დაინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერილი იქნება უმრავლესობის მხრიდან. საერთო სულისკვეთება არის იგივე - ჩვენი ამოცანაა, რომ სულ მცირე 25%-მდე გავზარდოთ შემდეგი არჩვენების საფუძველზე ქალთა წარმოდმგენლობა პარლამენტში, ხოლო 2024 წლისთვის უკვე ავიდეთ სულ მცირე 33%-იან მაჩვენებელზე. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ეს იყო ასევე წარმოდგენილი კანონპროექტის ამოსავალი წერტილი და ამ სულისკვეთებას დაეფუძნება ჩვენი ინიციატივაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.