ირაკლი კობახიძე: „ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან“

11 აპრილი 2019
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან“

„ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან და ამ ძალისხმევით, წვლილი უნდა შევიტანოთ  მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ღონისძიებების მნიშვნელობაზე  და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა.  

მისი თქმით,  რეფორმის შედეგად,  ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომლის აღსრულების მაჩვენებელი არის მაღალი. 

„რეგულაციებმა  განაპირობა თამბაქოს კვამლისგან დახურული სივრცის გათავისუფლება; თამბაქოს რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა; მოგვიანებით  ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების (პიქტოგრამის) ვალდებულება. 2023 წლიდან კანონით გათვალისწინებულია  თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღება. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი - 96%-იანი მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის, ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით,  თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება ჩატარდა.

მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმა, მომავალი 15 წლის განმავლობაში, 53 000 ადამიანს იხსნის ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას 3.6 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგს ააცილებს თავიდან. 

ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და იმ ძირითად ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც  რეფორმის წარმატება განაპირობა. 

 „პირველი  უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის პოლიტიკური ნება. რომ არა მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.  მეორე - ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში. ამ რეფორმის განხორციელებაში იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები,  საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად, ფართო საზოგადოება და რა თქმა უნდა, ასეთი ჩართულობით მოხერხდა წარმატებული რეფორმის განხორციელება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე განცხადებით, რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ.

ირაკლი კობახიძემ, ასევე,  ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

„ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა. კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020“. ეს არის მრავალდარგობრივი,  მულტისექტორული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მაღალი პოლიტიკური ჩართულობა, ასევე   აქტიური თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან, იყო ამ რეფორმის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პარტნიორს მათი თანადგომისთვის და ამ რეფორმის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ. 

„საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. 

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან, 2019 წლის 11 აპრილი