ირაკლი კობახიძე: ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა

26 მაისი 2019

„საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი წინსვლისა და მსოფლიოში მოპოვებული პრესტიჟის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი ჩვენი თავდაცვის ძალებია. ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და ჩვენი  მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც დიდი მომავალი ელოდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული დღე მიულოცა.

მისი განცხადებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ასრულდა არა მარტო ქართველი ხალხის თავისუფლების საუკუნოვანი ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც - საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში.

„ამ დიად დღეს მთელი საუკუნე გვაშორებს, მაგრამ დღემდე ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძლო არა მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ იმ დროისათვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო, არის და დარჩება ჩვენი ხალხის სამართლიანი სიამაყის საგნად. ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. როგორც ასი წლის წინ, ახლაც ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია არა მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება და შენარჩუნება, არამედ ჩვენს ძალებშია დემოკრატიული, სამართლიანი, დღევანდელი მსოფლიოს ბევრი ქვეყნისათვის მაგალითის მიმცემი ქვეყნის აშენება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძ

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრები და თანამოაზრეები არიან მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოები. მისივე თქმით, ქვეყანა, თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლეთის სამყაროს ღირსეულ წევრობასთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება დღევანდელი დემოკრატიული მსოფლიოს ყველაზე მძლავრი და წარმატებული ორგანიზაციების - ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლეთის სამყაროს ღირსეულ წევრობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ წვევამდელებს მიმართა: „თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, სიამაყე და ძლიერება. თქვენ ღირსეულად უნდა ატაროთ ქართული მეომრული სულის ათასწლოვანი ტრადიცია და მომავალ თაობებს გადასცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

საზეიმო ვითარებაში დღეს სამხედრო ფიცი 288 რეკრუტმა და წვევამდელმა დადო.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: ჩვენი ჯარი არის არა მხოლოდ სახელმწიფოს უმთავრესი საყრდენი და  მშვიდობის გარანტი, არამედ თვალსაჩინო საბუთიც, რომ საქართველო დღეს შემდგარი და წარმატებული სახელმწიფოა, 2019 წლის 26 მაისი