ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა

13 მარტი 2019
ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ პოლიტიკურ ურთიერთობებს და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე. სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიაში კიდევ ერთხელ მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სურვილი გამოთქვა ინდონეზიას ეწვიოს.

მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ინდონეზიის რესპუბლიკა საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს, რაც, მხარების შეფასებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ყურადღება ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე გამახვილდა. ჰიდეიათ ნურ ვაჰიდმა განაცხადა, რომ ინდონეზია დაინტერესებულია საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით.

ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ჩვენი ქვეყნის ისტორიული სატრანზიტო ფუნქციის აღდგენაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას.

მხარეებმა არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცესპიკერს შეხვდა, 2019 წლის 13 მარტი