ირაკლი კობახიძე ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს

10 ოქტომბერი 2017

ვულოცავ ბატონ ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

მოხარული ვარ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენს ქვეყანას სწორედ ლადო ჭანტურია - უაღრესად მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანი წარმოადგენს.

მჯერა, რომ ბატონი ლადოს მოღვაწეობა სტრასბურგში კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას.

დარწმუნებული ვარ, რომ ლადო ჭანტურია იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლადო ჭანტურიას უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო მისიის შესრულებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე