ირაკლი კობახიძე მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

05 აპრილი 2018


შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე