ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი

24 აგვისტო 2018
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია, ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ 8 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.