ირაკლი კობახიძე: რომ არა ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების დატოვებული მემკვიდრეობა, 90-იან წლებში სახელმწიფოებრიობის მშენებლობა მეტად გაგვიჭირდებოდა

26 მაისი 2019

„რომ არა ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების მიერ დატოვებული უძვირფასესი მემკვიდრეობა, უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა 90-იან წლებში ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში განაცხადა, სადაც ქართველი ემიგრანტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის - „მერანის“ გახსნას დაესწრო. 

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების წვლილს გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, მემორიალი, რომელიც დღეს გაიხსნება, შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება.

„ქედს ვიხრი ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების წინაშე, რომლებსაც 1921 წელს მოუწიათ საქართველოს დატოვება და მათ გულში შეინახეს ოცნება საქართველოს თავისუფლებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე. იმ სამი წლის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის პერიოდში გააკეთეს ყველაფერი, რომ დაეტოვებინათ ჩვენთვის უძვირფასესი მემკვიდრეობა და რომ არა ეს მემკვიდრეობა, ჩვენ უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა 90-იან წლებში ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ყოველდღიური შრომა და ბრძოლა სჭირდება.

„თავისუფლება ჰაერივით არის. როდესაც არ გაქვს ის არის ყველაზე სანატრელი რამ ადამიანისთვის და როდესაც გაქვს - ნაკლებად აფასებ და იგი თითქმის შეუმჩნეველია შენთვის. აქედან გამომდინარე, ისეთი დღეები, როგორიც დღევანდელი დღეა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა და უნდა გავიხსენოთ, რომ მის შენარჩუნებას ყოველდღიური შრომა და ბრძოლა სჭირდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მემორიალის გახსნაზე შეკრებილებს სიტყვით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა მიმართეს.

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ მოტივზე, დარეჯან ბერეკაშვილის მიერაა შექმნილი.  

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: რომ არა ჩვენი პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების დატოვებული მემკვიდრეობა, 90-იან წლებში სახელმწიფოებრიობის მშენებლობა მეტად გაგვიჭირდებოდა, 2019 წლის 26 მაისი