ირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

14 ნოემბერი 2017
ირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ვიზიტს განაგრძობს. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებთან - როვანა პლამბთან და დორელ-გეორგე კაპრართან გამართა.

საუბრის ძირითადი თემა ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო.

როვანა პლამბმა და დორელ-გეორგე კაპრარმა განაცხადეს, რომ რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და ასევე, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გაცვლითი ვიზიტების, გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. რუმინელმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რუმინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა, 2017 წლის 14 ნოემბერი