ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს

08 აპრილი 2019
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აგრძელებს

დოჰაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეა აგრძელებს მუშაობას, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან მართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე დღეს ბურკინა ფასოს პარლამენტის თავმჯდომარე ალასანე ბალა საკანდეს, შრი-ლანკის პარლამენტის თავმჯდომარე კარუნარატნე იაისურიას, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე არდეშირ ლარიჯანს, გაბონის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ფაუსტინ ბოუკუბის, კატარის შურის საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ბინ ალ მაჰმუდს და დომინიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალიქს ბოიდ ნაითს შეხვდა.

გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ, 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის უმაღლესი დონის ახალ ფორმატში - „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

„დღეს გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დღე. შევხვდით ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, გვქონდა საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიაში, რომელიც ყველა დამსწრე პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. განვიხილეთ დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, დღის დასაწყისში შევხვდით საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს, სადაც ვისაუბრეთ საქართველოსა და IPU-ს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გალერეა

  • პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგი, 2019 წლის 8 აპრილი