ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

02 აგვისტო 2018
ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო. 

პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესს და უნეტარესს წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენების დღე მიულოცა და ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, მხნეობა უსურვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ დღეს ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ილიაობას, წინასწარმეტყველ ელიას ხსენების დღეს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ანგელოზის დღეს.

უწმინდესო, თქვენ მიმართ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, ამ დღეს აქვს გამორჩეული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. თქვენ თქვენი სიცოცხლე მიუძღვენით სამშობლოს, მის სიყვარულს, ჩვენს სულიერებას და თქვენ მიმართ ყოველთვის უდიდესი მადლობა უნდა გამოვხატოთ. თქვენთან თითოეული შეხვედრა ჩვენთვის არის უდიდესი ბედნიერება. თქვენ ბრძანდებით არა მხოლოდ ჩვენი უდიდესი სულიერი მოძღვარი, არამედ მსოფლიო მასშტაბის სასულიერო მოღვაწე.

მინდა გისურვოთ მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო, 2018 წლის 2 აგვისტო