ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა იქნება შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე

05 ოქტომბერი 2018
ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა იქნება შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მოხარული ვართ, რომ დღეს საბოლოოდ გაფორმდა ჩვენი გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე: საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. ეს იდეა, დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთად განვიხილეთ, როდესაც სამი პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი შეხვედრა შედგა. მას შემდეგ გაიმართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა ჩვენი მონაწილეობით, სადაც, საბოლოო ჯამში, დამუშავდა ეს გადაწყვეტილება და დღეს, მოხარული ვართ, რომ თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც საბოლოოდ ფორმდება საპარლამენტო ასამბლეის შექმნა და სადაც უკვე გაიმართება პირველი დისკუსიები ამ ფორმატში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ურთიერთობების გაღრმავებისთვის სამ ქვეყანას აქვს ისტორიული საფუძველი და მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის მიცემა. მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ.

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები, გვაქვს ისტორიული საფუძველი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ეს არის, ასევე, ისტორიული ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ თანამშრომლობისთვის მიგვეცა ინსტიტუციური ხასიათი. სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი ასამბლეის შექმნა. ჩვენ გვაქვს როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენი საერთო გამოწვევები დაკავშირებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან. გვაქვს, ასევე, საერთო მიზანი და საერთო მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ჩვენი ქვეყნების განვითარება და ჩვენი ქვეყნებისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სამ ქვეყანას შორის და ამას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა დღეს მიღებული, ამას ხელს შეუწყობს ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს - ანდრიი პარუბის და ანდრიან კანდუს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს - ანდრიი პარუბის, რომელმაც პირველად დაიწყო საუბარი ასეთი ტიპის ინსტიტუციური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, მინდა, მადლობა გადავუხადო ანდრიან კანდუს, რომელიც თავიდანვე, ჩემს მსგავსად, ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ ინიციატივას და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ენთუზიაზმის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივი ასამბლეის დაფუძნების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო, შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს შორის, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ამის გარანტია არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა იქნება შედეგზე ორიენტირებული და ამის გარანტია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხების წინაშე, 2018 წლის 5 ოქტომბერი