ირაკლი კობახიძე: „თიბისი ბანკის“ საკითხი არის წმინდა სამართლებრივი საკითხი

15 თებერვალი 2019
ირაკლი კობახიძე: „თიბისი ბანკის“ საკითხი არის წმინდა სამართლებრივი საკითხი

„ეს საკითხი არის სამართლებრივი და უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქ ვერ ვისაუბრებ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ქვეტექსტებზე აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, თუმცა საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„ოპოზიცია საუბრობს ამაზე აქტიურად და ეს მოსალოდნელიც არის მათი მხრიდან, თუმცა ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.