ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

06 დეკემბერი 2017
ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც განათლებას შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ. 

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა, 2017 წლის 6 დეკემბერი