ირაკლი კობახიძე: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც“

26 აგვისტო 2018
ირაკლი კობახიძე: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც“

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე, ყველასათვის გასაკვირი იყო, ბუნებრივია, პრეზიდენტის პოზიცია.  მისი ეს გადაწყვეტილება ყველამ  უარყოფითად შეაფასა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ დამატებითი შეფასება ამას არ ესაჭიროება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.