ირაკლი კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება

09 აპრილი 2019
ირაკლი კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება

„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.