ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა

13 მარტი 2018
ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს 2017 წლის საპარლამენტო საქმიანობის მთავარი შედეგები და მიღწევები გააცნო და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების დღე ტრადიციად იქცევა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას ყოველი წლის ივლისის თვეში წარედგინება.